воскресенье, 11 октября 2009 г.

ფოლკლორით მდიდარი საქართველო

პროექტის მიზანი:

მოსწავლეები შეისწავლიან ხალხურ სიმღერებს, საკრავებს, საგალობლებს, მოხდება მათთვის გაცნობა ძველი ტრადიციების, სხვადასხვა ღონისძიებების. ხალხური სამოსის, პოეზიის.
პროექტის აღწერა:

თავდაპირველად მოხდება მარტივი სიმღერების შესწავლა. მათი ჟანრობრივი განხილვა. საქართველოს ისტორია, კულტურა (ზოგადად) და სიმღერის როლი ჩვენს წინაპართა ცხოვრებაში. სიმღერა მუდამ თან სდევდა ქართველ ხალხს ბრძოლაში, შრომაში ჭირსა და ლხინში.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
ვადა: ერთი სასწავლო წელი
პროექტის დამხმარე აქტივობები: ექსკურსია გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში,
ნიმუშად შევისწავლით თით-თითო სიმღერას ყველა ჟანრიდან. ბავშვები ისტ-ს საშუალებით გაეცნობიან ასეთი ჟანრის სიმღერებს. ერთმანეთისაგან გაარჩევენ ყოფით და საწესჩვეულებო ხასიათის სიმღერებს.
მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ სხვადასხვა ხალხურ ანსამბლებს. ერთმანეთისაგან გაარჩევენ ამ ანსამბლთა მიერ სიმღერების შესრულების ხასიათს, მანერას. გამომავლეთ საუკეთესო ანსამბლს და მოვაწყობთ პეზენტაციას ამ ანსამბლის შესახებ.
მოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, საგალობლებს, გაეცნობიან საკრავებს და შეძლებენ ხალხური დიალექტების გარჩევას. აგრეთვე ისწავლიან ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა მელოდიის მოძიებას. რაც ხელს შეუწყობს მათ მუსიკალურ განვითარებას.
სამუშაო ენა: ქართული
კავშირი სასწავლო გეგმასთან: ბავშვები დამოუკიდებლად შეასრულებენ სიმღერებს. უმეტესობას ორ ხმაში. ისწავლიან ხალხურ საკრავებს და შეეძლებათ გაარჩიონ ერთმანეთისგან კლასიკური და ხალხური საკრავები
ისტ. ტექნოლოგიებში: გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ წულუკიძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: t.tsulukidze@gmail.com

,,ქართული ხმები" - ძველი და ახალი თაობა























,,შავნაბადა''













,,ფესვები"













,,ბასიანი"












,,ლაშარი"


ხალხური საკრავები:



ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები.



«ლექსო გამოქთქომ ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდნენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე».


ჩემი პორტფოლიო:
ხალხური საკრავები (გაკვეთილის გეგმა)